იხვი

29.00

1 ცალი

შინაური იხვი (Anas domestica) წარმოშობილია გარეული იხვისაგან, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი – 2-3,5 კგ.

პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მეკვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ – 50-55 დღის იხვებს, როდესაც თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.

კატეგორია

პროდუქტის აღწერა

იხვის სახორცედ გამოზრდის შემთხვევაში აუცილებელია სრულფასოვანი კვება,რადგან მისი ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე მისთვის დამახასიათებელია ზრდის მაღალი ტემპი და საკვების კარგი ათვისების უნარი.პირველ კვირას აუცილებელია საკვებში იყოს პროტეინის მაღალი დონე.იხვის სუქების პერიოდი 55 დღემდე გრძელდება.ამის შემდეგ ორგანიზმში ზრდის ინტენსივობა მცირდება.

იხვის ხორცი ძალიან გემრიელი და ნოყიერია. სხვა ფრინველების ხორცთან შედარებით,მისი ხორცი საკმაოდ ცხიმიანია,ამიტომ იგი არ განიხილება დიეტურ პროდუქტად.

იხვის ხორცი გაჯერებულია უამრავი სასარგებლო ნივთიერებით,მდიდარია ცილებით,შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს,კალციუმს,რკინას.იგი უდავოდ უნდა იყოს ყველა ადამიანის კვების მენიუში.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „იხვი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0