ჭაჭა

5.00

ჭაჭა — ყურძნის ბრენდი, ტრადიციულად წარმოებული საქართველოს მრავალ რეგიონში, ხშირად მოიხსენიება როგორც ყურძნის არაყი. პირველად მეღვინეობაში ყურძნის ტექნოლოგიური და მექანიკური გადამუშავების ნაწარმი. ჭაჭა მაღალალკოჰოლური სასმელია, რომელიც მიიღება ჭაჭის ალკოჰოლური დუღილის შემდეგ ერთჯერადი, ორჯერადი ან გამონაკლის შემთხვევაში სამჯერადი გამოხდით. ჭაჭა შეიძლება იყოს თეთრი და წითელი, ტკბილი (რასაც დუღილის ფაზა არ გაუვლია) და დადუღებული. ჭაჭიდან იღებენ a-ღვინომჟავას და ეთილის სპირტს. ყურძნის წიპწიდან გამოყოფენ ყურძნის ზეთს და ენატონინს. გამოწურულ ჭაჭას იყენებენ საქონლის საკვებად ან სასუქად, ძველად საქართველოში ჭაჭის ნაწურისგან აკეთებდნენ “მდაბიოს ღვინო” – ე.წ. შამანს. წითელი ჭაჭისგან იღებენ წითელ საღებავს, რომელსაც საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ.

პროდუქტის აღწერა

დამზადების წესი

ითვლება, რომ საუკეთესო ჭაჭა ერთნახადი უნდა იყოს და მეორედ გამოხდა აღარ უნდა სჭირდებოდეს. ყურძნის ჭაჭას ერთად ყრიან ქვევრში, სადაც იგი განიცდის ალკოჰოლურ დუღილს. დუღილის შემდგომ ქვევრს მთელი ზამთრით დალუქავენ, რათა ჭაჭა დავარგდეს და მხოლოდ ადრე გაზაფხულზე გამოხდიან.
არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს ან დაკარგულია, ან-და თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის.
კლასიკური სახდელი კახური არყის სახდელია, რომელსაც “ზაოდს”, ან “ზაოტს” ეძახიან (რუს. завод, ქარხანა), რომელიც მასიურ ქვის ნაგებობას წარმოადგენს და მისი გამოყენება რამდენიმე დღის განმავლობაში შეუზღუდავად შეიძლება.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ჭაჭა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0