ცხვრის ხორცი

30.00

მინუმუმ 4 კგ


ცხვრის ხორცი – კეთილხარისხოვანი ცხვრის ხორცი მკვრივი და ელასტიურია. მისი ცხიმი თეთრია. თუ მას მოყვითალო ფერი დაჰკრავს, ხოლო სტრუქტურა ფაშარია, უნდა მივხვდეთ, რომ ასეთი ხორცი, ბებერი ცხვრის არის. ყიდვისას არ დაგავიწყდეთ, რომ ხელით დაჭერისას, ხორცმა სწრაფად უნდა მიიღოს საწყისი მდგომარეობა.


 

კატეგორია

პროდუქტის აღწერა

სუნი განსაზღვრავს მის სიახლეს. მას უნდა ჰქონდეს სასიამოვნო და არა გახრწნისა და სიდამპლის სუნი. საერთოდ, ნებისმიერი ხორცის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ ცხოველის ასაკი: რაც უფრო ახალგაზრდაა იგი, ხორცი უფრო ნაზია, ხოლო ხანდაზმულის კი, უფრო მკვრივი. სამ თვემდე ასაკის ბატკნის ხორცი ძალიან ნაზია, ხოლო ძუძუს ბატკნის (რვა კვირამდე) კიდევ უფრო ნაზი. აქვს არაჩვეულებრივად რბილი გემო და დელიკატესად ითვლება. საერთოდ ცხვრის ცხიმი თავისი შემადგენლობით ცვლის ზეითუნის ზეთს. მეცნიერთა კვლევის ბოლო მონაცემებით, ცხვრის ხორცი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად.

ცხოველის ასაკი, ხორცის შეფერილობითაც შეგვიძლია დავადგინოთ, რაც უფრო ღია ფერისაა ხორცი, მით უფრო ახალგაზრდაა იგი და პირიქით. თუ გადაწყვიტეთ, რომ ძუძუს ბატკნის ხორცი შეიძინოთ, მიაქციეთ ყურადღება წლის რომელი პერიოდია. როგორც წესი, დოლი მიმდინარეობს იანვრიდან – მარტის ჩათვლით. განაყინი ცხვრის ხორცის გამოცნობა შეგვიძლია კაშკაშა წითელი ფერით. ამ დროს, იგი კარგავს ელასტიურობას და თითის დაჭერის შემდეგ, აღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. გახსოვდეთ! ხელმეორედ ხორცის გაყინვისას, იგი კარგავს ბევრ სასარგებლო თვისებას. ასევე ყურადღება მიაქციეთ,იმას, რომ გაყინული ხორცის გალღვობა არ შეიძლება თბილი წყლის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 1 kg
წონა

მინიმუმ 4კგ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ცხვრის ხორცი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0