3%

ღორის ხორცი სამწვადე (რბილი)

(მომხმარებლის შეფასება)

19.8023.00

1კგ


სამწვადის არჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  1. ხორცი უნდა იყოს ახალი! გარდა ამისა, არ იყიდოთ გაყინული ხორცი, რადგან კერძი არც ისეთი გემრიელი და წვნიანი გამოვა, როგორიც უნდა იყოს. როგორ გავიგოთ, რომ ახალ პროდუქტს ვყიდულობთ? კარგ, ახალ ხორცს კაშკაშა წითელი ფერი აქვს, წვენი გამჭვირვალეა, სუნი – სასიამოვნო. დააჭირეთ ხორცის ნაჭერს თითი – თუ ხორცი ახალია, ჩაზნექილი ადგილი მალე გასწორდება.
  2. უპირატესობა მიანიჭეთ ახალგაზრდა ცხოველის ხორცს, რადგან რაც უფრო ასაკოვანია, მით უფრო მჭიდრო კუნთოვანი ქსოვილები აქვს, ესე იგი ხორციც მაგარია, შედეგად მწვადიც მაგარი და მშრალი იქნება. შეხედეთ ხორცის ნაჭერს, თუ ხორცი ახალგაზრდაა, უფრო ღია, თანაბარი ფერი და კრიალა ზედაპირი აქვს, ცხიმი არ არის შეყვითლებული.
გაუქმება
არტიკული: არ არის კატეგორია

პროდუქტის აღწერა

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის ხორცი ავირჩიოთ, ეს გემოვნების საკითხია. ყველა გამოცდილ ოსტატს თავისი უპირატესობა გააჩნია. თუმცა უმეტესობა მაინც კლასიკურ ვარიანტს – ღორის ხორცს არჩევს. ხორცის არჩევისას დააკვირდით, რომ ნაკლები ცხიმი ჰქონდეს, მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს კისრის ხორცი, მკერდის ხორცი, ბარკალი, ან სუკები.

კიდევ ერთი ვარიანტია საქონლის ხორცი, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საქონლის ხორცი სამწვადედ ცოტა მშრალია, ამიტომ თუ მაინც და მაინც მის აღებას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ხბოს ხორცი, ფილე ან მკერდის ხორცი – ეს ნაწილები უფრო წვნიანია.

რაც შეეხება ფრინველს, პიკნიკებისთვის მას ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ქათმის ხორცი, არა მარტო ფასით არის კარგი, ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცთან შედარებით ცხიმიანობაც დაბალი აქვს და დიეტურ კერძად ითვლება.

გარდა ამისა, თუ თქვენ მიღებული კალორიების დათვლას ხართ მიჩვეული, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ცხოველის ხორცის სხვადასხვა ნაწილი არა მარტო გემოთი განსხვავდება, არამედ კალორიულობითაც და ცხიმიანობითაც.

ასევე, გაითვალისწინეთ, თუ მწვადი იმდენად გემრიელი აღმოჩნდება, რომ რთული იქნება მასზე უარის თქმა, დალიეთ „ბორჯომი“ – ის დაგეხმარებათ , რომ არომატულ ხორცს გაუმკლავდეთ და დაიბრუნოთ სიმსუბუქე პიკნიკზე დიდი ოდენობით გემრიელობების მიღების შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია

არჩევა

1კგ, 3% ფასდაკლება 10კგ და მეტზე

1 შეფასება

  1. nino

    <3

დაამატე შეფასება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0