საფერავი

9.00

1 ლიტრი

საფერავი – საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი ერთ–ერთი საუკეთესო წამომადგენელია ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტისა.  განსაკუთრებით მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს საფერავი იძლევა თავის სამშობლოში–კახეთში.


 

პროდუქტის აღწერა

საფერავი ქართული ვაზის ჯიშია, იგი წარმოქმნილია ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივ კერიდან. პირდაპირი მითითებანი საფერავის წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ დაცული არაა. აკად. ივ. ჯავახიშვილის (6) ცნობით, საქართველოს სამეურნეო ისტორიის XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელი ძეგლები დაცული არაა. ამისდა მიუხედავად სხვა არაპირდაპირ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია საფერავის წარმოშობის ადგილისა და დროის მიახლოებით განსაზღვრა.

საფერავის უძველეს ჯიშად მიჩნევის საბუთს წარმოადგენს აგრეთვე მისი მორფოლოგიური ნიშნების–ფოთლის ქვედა მხარის სქელი აბლაბუდისებრი (ქეჩისებრი) შებუსვა, მარცვლის მუქი, ინტენსიური შეფერვის და სხვა ნიშნების სიმყარე (დომინირება).

საფერავი ტიპიური საღვინე ჯიშია. მისი გადამუშავების ძირითადი მიმართულება, პირველ რიგში, რაიონის ეკოლოგიური პირობებით განისაზღვრება: ზომიერ თბილჰავიან რაიონებში ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობის შესაბამისად საფერავისგან სასუფრე წითელ ღვინოს, ხოლო ცხელჰავიან რაიონებში ძირითადად მაგარ და სადესერტო ღვინოს აყენებენ.

საფერავი შესანიშნავი საღვინე ჯიშია, იგი საუკეთესო მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის. თავის მაღალ თვისებებს საფერავი სრულად მხოლოდ განსაზღვრულ მაკრო- და მიკრორაიონის ნიადაგურ და ჰავის პირობებში ამჟღავნებს.

კახეთის წითელი ღვინოები ჯიშ საფერავიდან თავისი ინტენსიური მუქი ბროწეულის ფერით, ზომიერი სიმაგრით, ენერგიით, სისრულითა და სიხალისით, აგრეთვე თავისებური ჯიშური არომატითა და ძლიერი ბუკეტით სიძველეში არ ჩამოუვარდება მსოფლიოში საუკეთესოდ მიჩნეულ ბორდოსა და ბურგუნდიის ღვინოებს.

კახეთში ბურგუნდიის ტიპის საუკეთესო წითელი სუფრის ღვინოებს იძლევა საფერავი ალაზნის მარჯვენა მხარეს–ცივგომბორის მთების სუსტად დაქანებულ კალთებზე ძირითადად საშუალო და ძლიერ ჩონჩხიან ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე. ასეთია: ზემო ხოდაშენის, წინანდლის, შაშიანის, ვაზისუბნის, ახაშენის, მუკუზნის, გურჯაანისა და სხვა ადგილების კლასიკური წითელი ღვინოები.

შედარებით უფრო რბილ, ბორდოს ტიპის, სრულ, ჰარმონიულ, ხავერდოვან ღვინოებს იძლევა საფერავი ალაზნის მარცხენა მხარეზე—მთავარი კავკასიონის მთისწინა ზოლში, ძირითადად საშუალო ჩონჩხიან ალუვიურ—კარბონატულ და ალუვიურ-არაკარბონატულ ნიადაგებზე. ასეთია: ყვარლის (ქინძმარაული), ნაფარეულის, საბუის, ართანის (სანავარდო) და სხვა ადგილების მაღალი ღირსების წითელი ღვინოები.

ადგილობრივი-კახური ტიპის საუკეთესო, სხეულით მეტად მდიდარ, სრულ წითელ ღვინოებს საფერავი იძლევა კარდანახისა და ბაკურციხის მიკრორაიონში ძირითადად ყავისფერ და მუქ ყავისფერ ტყის ნიადაგებზე. მექანიკური შედგენილობით ეს ნიადაგები არაა მძიმე, მასთან საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმის კარბონატებს, რკინას და კაჟნარს, რაც ღვინოს მატებს ინტენსიურ შეფერვას, სხეულს, სისრულეს, ჰარმონიულობას და ბუკეტს.

მართლაც, საფერავი თავისი მაღალი ორგანოლეპტიკური თვისებებით, ინტენსიური შეფერვით, სხეულით, სისრულით, შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით და სიძველეში ძლიერი ბუკეტით პირველ ადგილს იჭერს მსოფლიოში საუკეთესო წითელ ღვინოებს შორის.

”მეღვინეობა ხარება” საფერავის ჯიშის ყურძნისაგან ამზადებს წითელ მშრალ ღვინოს და ღვინო ქინძმარაულს – წითელ ნახევრადტკბილ ღვინოს, აღნიშნული ღვინის დასამზადებლად საფერავი იკრიფება.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 5 kg

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „საფერავი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0