რქაწითელი

5.50

1 ლიტრი

რქაწითელი – საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უჭირავს. იძლევა მაღალხარისხოვან ევროპულ და კახური ტიპის სუფრის თეთრ ღვინოს, მაგარ და სადესერტო ღვინომასალას და ადგილობრივ მნიშვნელობის კარგი ღირსების სუფრის ყურძენს.


 

პროდუქტის აღწერა

მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისაგანაა წარმომდგარი. მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე, 7), ყვითელ და წითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი, 5), საინგილოში – კუკურას სახელწოდებით (ვ. გეევსკი და გ. შარერი, 12), რუსეთში, ორჯონიკიძის მხარეში – ლევოკუმის რაიონში ტოპოლიოკის და გრუზინსკის, ხოლო ბუდიონოვსკის რაიონში – კოროლიოკის და ბუდაშურის სახელწოდებით (ტ. ორლოვა, 1940 წ.); საზღვარგარეთულ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში გვხვდება რქაწითელი გელბ (ჰ. გოეტე, 1887 წ.), რქაწითელი (გუიონი, 1896 წ.), რქაწითელი გიალო (ვიალა და ვერმორელი, 1901-1910 წწ.).

დამატებითი ინფორმაცია

წონა 5 kg

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „რქაწითელი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0