სოფლის ქათამი (მთლიანი)

(მომხმარებლის შეფასება)

35.00

1-1.5 კგ


ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს არის მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების, ამინმჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის, მისი ზრდისა და ფუნქციობისთვის.

ქათმის ჯიშის გარჩევა მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია. საზოგადოდ, ერთი და იმავე ასაკის მეხორცული ქათამი კვერცხის მდებელზე დიდია. დაკლული ფერმის ქათმები ძირითადად მეხორცულია, სოფლის ქათმები კი ძირითადად კვერცხის მდებელი. ფერმის ქათმებს უმეტესად 2-3 თვისას კლავენ.

კატეგორია

პროდუქტის აღწერა

ფრინველის ასაკის გასარჩევად დააკვირდით მის კანს და ფეხებს:

ახალგაზრდა ქათამს კანი ღია ფერისა აქვს, ფრთებქვეშ უჩანს ძარღვები, ფეხები რბილი აქვს, დაფარული წვრილი ყვითელი ქერცლით. ფრინველის ნაკვებობის შესაფასებლად დააკვირდით მკერდს – კარგად ნაკვებ ფრინველს მკერდის ძვალი არ უნდა აჩნდეს, მკერდსა და მუცელს ცხიმის თხელი ფენა უნდა ფარავდეს. ნაკვები ფრინველის კანი მქრქალი მოყვითალო ან მოთეთრო-მოყვითალოა, მუქი ფერის გარეშე. ადგილადგილ გადაჰკრავს ვარდისფერი. ცუდად ნაკვები ფრინველის მკერდის ძვალი გამოკვეთილია, კანს მონაცრისფრო-მოყვითალო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. გაითვალისწინეთ, ცხიმის რაოდენობამ შეიძლება მოგატყუოთ: ბებერი ქათამი შეიძლება ახალგაზრდაზე ცხიმიანი იყოს, თუმცა ახალგაზრდა ქათმის ხორცი ბევრად უფრო ნაზი და გემრიელია, ამიტომ ყოველთვის ჯობს, აირჩიოთ ახალგაზრდა ქათამი, თუნდაც ნაკლებცხიმიანი.

ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები ვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქათამი გაზრდილია ნატურალურ საკვებზე, ჰორმონული პრეპარატების დამატების გარეშე.ამიტომ ეცადეთ, არა ფერმის, არამედ სოფლის ქათამი შეიძინოთ.მაგრამ თუკი მაინც ფერმის ქათამს ან ქათმის ბარკლებს ამჯობინებთ, გირჩევთ:

· ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში (წამოდუღებიდან 2-3 წუთში) გადაღვაროთ – ჰორმონები და ანტიბიოტიკები მას გაჰყვება და მომდევნო ნახარში უვნებელი იქნება. მოხარშულ ან შემწვარ ქათმის ხორცს მოაშორეთ კანი.

დაკლული ქათმის შენახვა სახლში ახალდაკლული ქათამი მაცივარში 5 დღემდე ინახება. თუ მის შენახვას მეტხანს აპირებთ, საყინულეში შედეთ. გაითვალისწინეთ: გამოუშიგნავი ფრინველი მალე ფუჭდება, ამიტომ შეძენისთანავე გამოშიგნეთ და ისე შეინახეთ. ფრინველის ხორცის გაფუჭებისას კანზე, პირველ რიგში – ფრთების ქვეშ და ფეშხვის ბოლო ნაწილში, ჩნდება მოყვითალო-მონაცრისფრო ლაქები მომწვანო ელფერით, კანი ხდება წებოვანი. არ გამოიყენოთ გაფუჭებული ქათმის ხორცი!

დამატებითი ინფორმაცია

წონა

1-1.5 კგ

1 შეფასება

  1. მამუკა ტაბატაძე

    ძალიან კარგია <3

დაამატე შეფასება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0