საზანი

18.50

1 კგ


თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. თევზის ხორცი მდიდარია მინერალური ნივთიერებებითაც. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, ნატრიუმს, მაგნიუმს. მასში უხვადაა მიკროელემენტებიც: იოდი(აუცილებელია ტვინის მუშაობისთვის), მოლიბდენი, მანგანუმი, თუთია, ბრომი, ფტორი და სხვა. თევზი ადამიანის კვებაში აუციელბელი პროდუქტია, პირველ რიგში, ცილას მაღალი შემცველობის გამო. ცილა, როგორც ცნობილია, ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის საშენი მასალაა.


 

კატეგორია

პროდუქტის აღწერა

თევზში ცილა მშვენივრად არის ბალანსირებული ამინომჟავების შემადგენლობასთან. გარდა ამისა, თევზი მდიდარია ცხიმებით.ცხიმიანი თევზის ჭამა ყველასთვის კარგია, გარდა იმ ადამიანების, ვისაც ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს. სხვათაშორის, თევზის ქონში ბევრია A ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, ნორმალურ მხედველელობას უზრუნველყოფს. ის ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც კიბოს საწინააღდეგო მოქმედება გააჩნია.

თევზეულის მთავარი ღირსება, მასში არსებული მჟავა ომეგა 3 გახლავთ. ის არათუ პატარების, მომავალი დედებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.

ნებისმიერი სახეობის თევზი სასარგებლოა, რადგან ენერგიისა და სრულფასოვანი ცილების წყაროა ბავშვის ორგანიზმისთვის. თევზეულის ჩართვა ბავშვის რაციონში საჭიროა დაახლოებით 8 -10 თვის ასაკიდან.

გადამამუშავებელი სისტემა თევზს ყველაზე იოლად ინელებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ საკვებს, მით უმეტეს, ხორცს. მიუხედავად მაღალი კვებითი ღირებულებებისა, ამავდროულად, ძალიან დაბალკალორიულია და დიეტოლოგებიც ურჩევენ ხოლმე რაციონში მის აქტიურად გამოყენებას.

უმჯობესია მოხარშოთ ან სხვადასხვა ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად ფოლგაში შეწვათ.

კობრი/საზანი (Cyprinus carpio) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სიგრძე 1 მ აღწევს, მისი მასა 12 კგ, ზოგჯერ მეტსაც. ბინადრობს ხმელთაშუა, შავ, კასპიის, არალის ზღვებში, წყნარი ოკეანის აუზის და აღმოსავლეთ აზიის მდინერეებსა და ტბებში. საქართველოში გვხვდება ბევრ მდინარეში, ტბაში და წყალსაცავში. სელექციით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში, რომელთაგან საქართველოში შემოყვანილია სარკისებრი კობრი. იკვებება უხერხემლო ცხოველებით და მცენარეებით. მრავლდება 2-5 წლისა. ნაყოფიერება აღწევს 1,5 მლნ. ქვირითს, ტოფობს ზაფხულში.

კობრი/საზანი – ფსკერის თევზებს მიეკუთვნებიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ საჭმლის მოპოვება წყლის სიღრმის ყველა დონეზე, მისი  კვებისთვის ნორმალური ტემპერატურა დახლოებით 10С-25С გრადუსია.  სხვადასხვა საკვების გემოს საზანი ბაგეების საშუალებით იგებს, რომელთაც მგრძნობელობითი რეცეპტორები აქვთ.  კობრი/საზანი უმეტესად საკვების იმ სახეობას ირჩევს რომელიც უფრო ადვილი საშოვნელი იქნება მთელი წლის განმავლობაში,  როდესაც ნატურალური საკვების ბუნებრივი წყარო  გამოილევა, კობრი/საზანი საკვების სხვა წყაროზე გადადის.

კობრი/საზანი მშვენივრად ეგუება წყნარ, მღელვარე წყალს, და ასევე ტბის პირობებს. როგორც წესი, საზანები ერთ არეალს არიან მიჩვეულნი, მაგრამ მდინარეებში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ თევზს კვებისთვის და ქვირითის დაყრისთვის საკმაოდ გრძელი მანძილი გადაუცურია. არეალის ტიპი თევზის ფიზიკურ დახასიათებას განსაზღვრავს.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 1 kg

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „საზანი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0