ოჯალეში

12.00

1 ლიტრი

ოჯალეში – წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის ოჯალეში საქართველოში ძველთაგანვეა ცნობილი. იგი გავრცელებულია უმთავრესად სამეგრელოს მთიან რაიონებში და როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისგან აყენებენ მუქი შეფერილობის მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს.მწიფდება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი.

პროდუქტის აღწერა

ოჯალეშის ღვინო მუქი წითელია, სქელი, მაგარი, სასიამოვნო არომატით, თავისი გემოთი და სიმაგრით გვაგონებს ევროპიულ ღვინოებს – ბურგუნდიის და პორტვეინს; ხშირი გადაღებით უმჯობესდება, ინახება დიდხანს და მგზავრობას კარგად იტანს. ზოგიერთი თავისი თვისებით არაფრით ნაკლები არ იყო კარგ კახურ ღვინოზე და ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ არა თუ სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში. ოჯალეშის ღვინო ალკოჰოლის საკმაოდ დიდ რაოდენობას შეიცავს და მცირე შაქრიანობა ახასიათებს. ამასთანავე ღვინოს ნორმალურზე მომეტებული საერთო მჟავიანობაც ახასიათებს. მქროლავი სიმჟავეების მცირე ოდენობა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ღვინის დადებით თვისებას შეადგენს აგრეთვე მასში გლიცერინის და ექსტრაქტის ნორმალური რაოდენობაც.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ოჯალეში“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0