ლოქო

38.00

1 კგ


თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. თევზის ხორცი მდიდარია მინერალური ნივთიერებებითაც. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, ნატრიუმს, მაგნიუმს. მასში უხვადაა მიკროელემენტებიც: იოდი(აუცილებელია ტვინის მუშაობისთვის), მოლიბდენი, მანგანუმი, თუთია, ბრომი, ფტორი და სხვა. თევზი ადამიანის კვებაში აუციელბელი პროდუქტია, პირველ რიგში, ცილას მაღალი შემცველობის გამო. ცილა, როგორც ცნობილია, ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის საშენი მასალაა.


 

კატეგორია

პროდუქტის აღწერა

თევზში ცილა მშვენივრად არის ბალანსირებული ამინომჟავების შემადგენლობასთან. გარდა ამისა, თევზი მდიდარია ცხიმებით.ცხიმიანი თევზის ჭამა ყველასთვის კარგია, გარდა იმ ადამიანების, ვისაც ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს. სხვათაშორის, თევზის ქონში ბევრია A ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, ნორმალურ მხედველელობას უზრუნველყოფს. ის ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც კიბოს საწინააღდეგო მოქმედება გააჩნია.

თევზეულის მთავარი ღირსება, მასში არსებული მჟავა ომეგა 3 გახლავთ. ის არათუ პატარების, მომავალი დედებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.

ნებისმიერი სახეობის თევზი სასარგებლოა, რადგან ენერგიისა და სრულფასოვანი ცილების წყაროა ბავშვის ორგანიზმისთვის. თევზეულის ჩართვა ბავშვის რაციონში საჭიროა დაახლოებით 8 -10 თვის ასაკიდან.

გადამამუშავებელი სისტემა თევზს ყველაზე იოლად ინელებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ საკვებს, მით უმეტეს, ხორცს. მიუხედავად მაღალი კვებითი ღირებულებებისა, ამავდროულად, ძალიან დაბალკალორიულია და დიეტოლოგებიც ურჩევენ ხოლმე რაციონში მის აქტიურად გამოყენებას.

უმჯობესია მოხარშოთ ან სხვადასხვა ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად ფოლგაში შეწვათ.

ლოქო ყველაზე დიდი ზომის თევზია იმ მტაცებელთა შორის, რომელებიც მტკნარ წყლებში ბინადრობენ. აქვს დამახასიათებელი გრძელი სხეული, არ აქვს ქერცლი და დაფარულია ლორწოს სქელი ფენით. ფარფლები მოყვითალო ფერისაა: პატარა ფარფლი ზურგზე და ძალიან გრძელი ანალური ფარფლი მუცელზე. ლოქოს აქვს საკმაოდ დიდი თავი და პირი, რომელიც დაფარულია კონუსის ფორმის წვრილი, ბასრი კბილებით. ზედა ყბაზე ლოქოს აქვს თითო წყვილი გრძელი ულვაში, ხოლო ქვედაზე ორი წყვილი. ეს ულვაშები ლოქოს ეხმარება საკვების მოძიებაში. ულვაშების დახმარებით ლოქოს სრულ სიბნელეშიც კი შეუძლია იპოვოს საკვები. გარდა ამისა, ულვაშების მოძრაობით შლამში ჩაფლული ლოქო იზიდავს გამვლელ თევზებს.

მსოფლიოში ლოქოს 550 სახეობაა ცნობილი, მაგრამ საქართველოში ბინადრობს მხოლოდ ერთი – ევროპული ლოქო. ცნობილია, რომ ლოქომ შეიძლება 3 მეტრ სიგრძეს და 300 კგ წონას მიაღწიოს, მაგრამ ასეთი ეგზემპლარები ძალიან იშვიათია. ძირითადად მეთევზეები იჭერენ 10–20 კგ წონის თევზებს, თუმცა ყოველ წელს ვრცელდება ცნობები, რომ დაჭერილ იქნა 100 კგ–მდე წონის ეგზემპლარი.

ლოქოს ძირითადი საკვებია თევზი, კიბორჩხალა, ბაყაყები, სხვადასხვა ჭიები. მოზრდილი ლოქო უტევს ასევე წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველს, წყალში მობინადრე სხვადასხვა  ცხოველებს. ლოქოს უდიდესი სარგებელი მოაქვს წყალსატევისთვის – იგი ბუნებრივი სანიტარია, ჭამს ავადმყოფ და უკვე დაღუპულ თევზს, დამხრჩვალ ცხოველებს.

ძირითადად ლოქო მთელ ცხოვრებას ერთ ადგილზე ატარებს და იშვიათად გადადის სხვა სამყოფელზე, ისიც თუ რაიმე გარემოებამ აიძულა. საბუდრად ურჩვენია მორევები, ორმოები ან ჩაძირული ხეები. ნადირობს უფრო ღამე, დღისით ბუდეში ყოფნას ამჯობინებს. ლოქო ყველაზე აქტიურად გადაადგილდება გამთენიისას – გამოდის თხელ წყალში  საკვების მოსაპოვებლად.

ძირითადად ლოქოები მარტოხელა ცხოვრებას ეწევიან და მხოლოდ ზამთრის გასატარებლად იკრიბებიან ჯგუფებად რომელიმე ორმოში. თუმცა სიცოცხლის პირველი 2–3 წელი ზოგჯერ ახალგაზრდა ლოქოები მცირე ჯგუფებად დადიან, მითუმეტეს თუ წყალსატევში ბევრი საკვებია.

ლოქოს არ უყვარს მღვრიე წყალი, ამიტომ წვიმების პერიოდში, როდესაც შემავალი ნაკადებით ტბის ან მდინარის წყალი იმღვრევა, ის ცდილობს წყლის ზედაპირთან ახლოს იყოს. ასევე წყლის ზედაპირზე ლოქო ამოდის ჭექაქუხილის წინ და გამოსცემს დამახასიათებელ ტყლაშუნს.

ლოქო სქესობრივად მწიფდება სიცოცხლის მე–3–4 წელს, ქვირითობას იწყებს მაშინ, როცა წყლის ტემპერატურა მიაღწევს 20 გრადუსს. ქვირითობს წყვილად. ამ პერიოდში ადვილად შესამჩნევი ხდება ლოქოების „საქორწინო თამაშობები“, ისინი საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობს. ქვირითის დასაყრელად მდედრი არჩევს წყნარ ადგილს სუსტი დინებით ან საერთოდ დინების გარეშე, აგებს პრიმიტიულ ბუდეს წყალმცენარეებისგან ან თხრის პატარა ორმოს ქვიშაში. ქვირითი საკმაოდ მსხვილია. ლოქოები იცავენ თავის ქვირითს, ამას მამრი აკეთებს მანამ, სანამ ლიფსიტები არ გამოიჩიკებიან. ქვირითობის შემდეგ ლოქო გადაინაცვლებს საზაფხულო „საძოვრებზე“ და ამ დროს განსაკუთრების საშიში ხდება სხვა თევზებისთვის, რადგან მას ქვირითობის შემდგომი „ჟორი“ ეწყება. ის გრძელდება შუა ზაფხულამდე, მერე კი მისი აქტივობა ნელ–ნელა კლებულობს. ცხელ დღეებში ლოქო ზოგჯერ წყლის ზედაპირისკენ ამოდის. პატარა ლოქოები უფრო მოძრავნი არიან, დიდ ტერიტორიებს უვლიან და ამიტომაც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე მეთევზეების ნადავლში. პირველი სიცივეების შემდეგ კი ლოქო საერთოდ წყევტს კვებას. ლოქო ძალიან მგრძნობიარეა სიცივისადმი.

ნადირობისას ლოქო ძირითადად ყნოსვით ხელმძღვანელობს. ამიტომ სატყუარად მეთევზეები ხშირად ხმარობენ საკვებ ნარჩენებს, გაფუჭებულ ხორცს. ზოგჯერ ცეცხლზე შეტრუსულ სატყუარებსაც იყენებენ. ლოქოს ასეთი „მადა“ ხშირად მისთვის დამღუპველი აღმოჩნდება ხოლმე – პატარა ლოქოები სხვა თევზისთვის განკუთვნილ ჭიაყელასაც კი ეტანებიან. თუმცა მოზრდილი ლოქოს ძირითადი საკვები მაინც თევზია. ლოქოს არ უყვარს თევზის ხანგრძლივი დევნა, ის ჩასაფრებული ელოდება როდის შეცურავს მსხვერპლი მის ბუდეში, სადაც ის კარგად არის დამალული. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ლოქოს საყვარელი საკვები მაინც მწვანე ბაყაყაია, რითაც სარგებლობენ კიდეც მეთევზეები, რომლებიც „კვოკით“ იჭერენ ლოქოებს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლოქო“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0