კვერცხი ( სოფლის)

0.50

მინიმუმ 20ცალი

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. იგი შეიცავს თითქმის ყველა ამჟამად ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა კვერცხი, ძირითადად, საკვები ცილების წყაროა (კვერცხის წონის 13% ცილებია). კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება. თუმცა გაითვალისწინეთ: მიუხედავად კვერცხის მაღალი კვებითი ღირებულებისა, მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ალერგიული რეაქცია.


 

კატეგორია

პროდუქტის აღწერა

კვერცხის შენახვის და მოხმარების წესები და ვადები

კვერცხის შენახვისას მთავარია, რომ: მუდმივად დაცული იყოს საკმარისად გრილი ტემპერატურა (+20ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს). არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი, მიკროსკოპული აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს. ამიტომ სრულიად დაუშვებელია შესანახი კვერცხის გარეცხვა ან უხეშად გაწმენდა – ამ დროს დამცავი აპკი ზიანდება და ნაჭუჭი მიკრობებისთვის გამტარი ხდება. დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში შესაძლოა მავნე მიკროორგანიზმებმა შეაღწიოს და გამრავლდეს, რაც ადამიანთა მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს.

სოფლის თუ ფერმის?

მაღაზიებში, როგორც წესი, ფერმის კვერცხები იყიდება (დაუშვებელია მაღაზიაში კვერცხის მიღება ვეტერინერული საბუთის გარეშე). თუმცა ყველას შეგვიმჩნევია, რომ ე.წ. „სოფლის კვერცხი“, ანუ სოფელში, გლეხების ეზოებში ლაღად მოსეირნე ქათმების კვერცხი ბევრად უფრო გემრიელია. რომელი ჯობს რომ შევიძინოთ? სოფლის კვერცხი, მართლაც, უფრო გემრიელია. ეს ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ სოფლის ქათამს უფრო მრავალფეროვანი კვება აქვს: ნედლი ბალახი, ჭია-ღუა, მარცვალი. ფერმის ქათმები კი სპეციალურად შეზავებული კომბინირებული საკვებით იკვებებიან – ზოგადად ბევრად უფრო ერთგვაროვანი კვება აქვთ.

კვერცხის არჩევა კვერცხის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი: კვერცხის ნაჭუჭის ფერს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს – ის უბრალოდ ფრინველის ფერზეა დამოკიდებული. მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ – რამდენი ხნისაა კვერცხი – რაც ახალია, მით უფრო სასარგებლოა იგი. ამიტომ ეცადეთ, შეიძინოთ რაც შეიძლება ახალი კვერცხი.

დამატებითი ინფორმაცია

რაოდენობა

20 ცალი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კვერცხი ( სოფლის)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0