ინდაური

38.00

1 კგ


ინდაური ყველაზე მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ფრინველია,ამ ფრინველს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან ტრადიციული ეროვნული კერძი – საცივი სწორედ მისგან მზადდება.

ინდაურის ხორცს ბევრი ღირსება გააჩნია: იგი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, არ იწვევს ალერგიულ მოვლენებს და გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში. ისევე როგორც ბოცვერის ხორცი, ინდაურის ხორციც დიეტურ პროდუქტს მიეკუთვნება. იგი კარგად ბალანსირებული ცხოველური წარმოშობისაა.

კატეგორია

პროდუქტის აღწერა

 ინდაურის ხორცი სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის სისტემა აწუხებს .იგი მდიდარია ა და ე ვიტამინით, მასში ქოლესტერინი უმნიშვნელო რაოდენობაა.
ინდაური მდიდარია მიკროელემენტებით: კალციუმით, რკინით და კალიუმით.
ადამიანის ორგანიზმი ინდაურის ცილას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე სხვა ხორცისას.
ინდაურის ხორცი ისევე მდიდარია ფოსფორით, როგორც თევზი.
ხორცში არის ფოლიუმის მჟავაც. თუ ინდაურის ხორცს მწვანე სალათის ფურცლებთან, ისპანახთან ან სხვადასხვა მწვანილთან ერთად შეჭამთ, ფოლიუმის მჟავის დამატებით მიღება აღარ მოგიწევთ.
ინდაურში უფრო მეტი რკინაა, ვიდრე საქონლის ხორცში. ამიტომ, იგი შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვინც ანემიით იტანჯება.
იგი შეიცავს ჰორმონ სეროტონინს – ე.წ. “ბედნიერების ჰორმონს”. იგი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, აუმჯობესებს ძილს.

ამ ხორცის შეძენისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ გარეგნულად იგი ზომიერად ხორციანად გამოიყურებოდეს. მისი ზედაპირი, ღია ფერის უნდა იყოს, გლუვი და არა ლორწოვანი, არ უნდა აღენიშნებოდეს კანქვეშა სისხლჩაქცევები. თვალები არ უნდა იყოს ჩაცვენილი, ხოლო რქოვანა და ნისკარტი უნდა ჰქონდეს პრიალა.
აღსანიშნავია, რომ ინდაურის ხორცის შეფერილობა მის ჯიშსა და ნივთიერება მიოგლობინზეა დამოკიდებული. ყველაზე ხარისხიან ხორცს აქვს ღია ვარდისფერი შეფერილობა. უფრო გემრიელია ახალგაზრდა ინდაურის ხორცი. 16 კვირის ინდაურის ჭუკი შეიძლება 9-10 კილოგრამს იწონიდეს, ხოლო მისი ზრდასრული ინდივიდის წონა, 35 კილოგრამსაც აღწევს. ახალგაზრდა ფრინველს ბიბილო ღია, ხოლო ფეხები გლუვი ნაცრისფერი აქვს.
თუ გაყინულ ინდაურს ყიდულობთ, შეამოწმეთ შეფუთვის ჰერმეტულობა. ნედლი ინდაურის ხორცი მაცივარში მაქსიმუმ ორი დღე ინახება. მაცივარში შენახვამდე, ხორცი კარგად გავამშრალოთ, შევახვიოთ ფოლგაში და ისე მოვათავსოთ კამერაში. ოპტიმალური ტემპერატურაა – 0-20c, ტენიანობა კი 80-85%. ამ სახით იგი ერთი კვირა შეინახება. გაყინული ინდაურის ხორცის შენახვის ვადა 18 თვეა.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ინდაური“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0