სქელშუბლა

17.00

1 კგ


თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. თევზის ხორცი მდიდარია მინერალური ნივთიერებებითაც. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, ნატრიუმს, მაგნიუმს. მასში უხვადაა მიკროელემენტებიც: იოდი(აუცილებელია ტვინის მუშაობისთვის), მოლიბდენი, მანგანუმი, თუთია, ბრომი, ფტორი და სხვა. თევზი ადამიანის კვებაში აუციელბელი პროდუქტია, პირველ რიგში, ცილას მაღალი შემცველობის გამო. ცილა, როგორც ცნობილია, ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის საშენი მასალაა.


კატეგორია

პროდუქტის აღწერა

თევზში ცილა მშვენივრად არის ბალანსირებული ამინომჟავების შემადგენლობასთან. გარდა ამისა, თევზი მდიდარია ცხიმებით.ცხიმიანი თევზის ჭამა ყველასთვის კარგია, გარდა იმ ადამიანების, ვისაც ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს. სხვათაშორის, თევზის ქონში ბევრია A ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, ნორმალურ მხედველელობას უზრუნველყოფს. ის ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც კიბოს საწინააღდეგო მოქმედება გააჩნია.

თევზეულის მთავარი ღირსება, მასში არსებული მჟავა ომეგა 3 გახლავთ. ის არათუ პატარების, მომავალი დედებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.

ნებისმიერი სახეობის თევზი სასარგებლოა, რადგან ენერგიისა და სრულფასოვანი ცილების წყაროა ბავშვის ორგანიზმისთვის. თევზეულის ჩართვა ბავშვის რაციონში საჭიროა დაახლოებით 8 -10 თვის ასაკიდან.

გადამამუშავებელი სისტემა თევზს ყველაზე იოლად ინელებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ საკვებს, მით უმეტეს, ხორცს. მიუხედავად მაღალი კვებითი ღირებულებებისა, ამავდროულად, ძალიან დაბალკალორიულია და დიეტოლოგებიც ურჩევენ ხოლმე რაციონში მის აქტიურად გამოყენებას.

უმჯობესია მოხარშოთ ან სხვადასხვა ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად ფოლგაში შეწვათ.

სქელშუბლა – თევზების ორი გვარი კობრისებრთა ოჯახისა. თითოეულ გვარში თითო სახეობაა: თეთრი ანუ ჩვეულებრივი სქელშუბლა (Hypophthalmichthys molitrix) და ჭრელი სქელშუბლა (Aristichthys nobilis). პირველის მასა 25 კილოგრამია, მეორისა 35 კილოგრამს აღწევს. ბუნებრივი გავრცელების არეალია ჩინეთი და რუსეთი (ამურის აუზი). იგი რეწვისა და თევზმოშენების ძვირფასი ობიექტია.

სქელშუბლა ფართოდაა გავრცელებული ყოფილ სსრკ-ში. ინდოჩინეთში, იაპონიაში, კუბაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან. აქ იგი ტბორული მეთევზეობის (კუმისის, მარაბდის, ნადარბაზევის წყალსატევები; ლისისა და ჯანდარის ტბები) ერთ-ერთი წამყვანი ობიექტია. სქელშუბლა იკვებება პლანქტონით. მრავლდება ზაფხულში. იყენებენ ნედლად და დამარილებულს.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 1 kg

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „სქელშუბლა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0