ბატკნის ხორცი

35.00

მინუმუმ 4 კგ


ბატკნის ხორცი – ნებისმიერი ხორცის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ ცხოველის ასაკი: რაც უფრო ახალგაზრდაა იგი, ხორცი უფრო ნაზია, ხოლო ხანდაზმულის კი, უფრო მკვრივი. სამ თვემდე ასაკის ბატკნის ხორცი ძალიან ნაზია, ხოლო ძუძუს ბატკნის (რვა კვირამდე) კიდევ უფრო ნაზი. აქვს არაჩვეულებრივად რბილი გემო და დელიკატესად ითვლება.

კატეგორია

პროდუქტის აღწერა

საერთოდ ცხვრის ცხიმი თავისი შემადგენლობით ცვლის ზეითუნის ზეთს. მეცნიერთა კვლევის ბოლო მონაცემებით, ცხვრის ხორცი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად.

ცხოველის ასაკი, ხორცის შეფერილობითაც შეგვიძლია დავადგინოთ, რაც უფრო ღია ფერისაა ხორცი, მით უფრო ახალგაზრდაა იგი და პირიქით. თუ გადაწყვიტეთ, რომ ძუძუს ბატკნის ხორცი შეიძინოთ, მიაქციეთ ყურადღება წლის რომელი პერიოდია. როგორც წესი, დოლი მიმდინარეობს იანვრიდან – მარტის ჩათვლით. განაყინი ცხვრის ხორცის გამოცნობა შეგვიძლია კაშკაშა წითელი ფერით. ამ დროს, იგი კარგავს ელასტიურობას და თითის დაჭერის შემდეგ, აღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. გახსოვდეთ! ხელმეორედ ხორცის გაყინვისას, იგი კარგავს ბევრ სასარგებლო თვისებას. ასევე ყურადღება მიაქციეთ,იმას, რომ გაყინული ხორცის გალღვობა არ შეიძლება თბილი წყლის გამოყენებით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ბატკნის ხორცი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

0